სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 372-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 28.03.2020
- 11:38
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 372-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებულია კორონავირუსის 372 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.