ექიმებმა კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი დაასახელეს
- მსოფლიო
- 28.03.2020
- 15:31
აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი, შესაძლოა კონიუნქტივიტიც იყოს.
ამერიკელი ექიმები დაეყრდნენ ჩინელი მედიკოსების მონაცემებს, რომლის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ 30-დან ერთ პაციენტს კონიუნქტივიტის სიმპტომიც აღენიშნებოდა.
მონაცემები 30 საავადმყოფოდან შეგროვდა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსს ახასიათებს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი, ასევე ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.