ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 832 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 28.03.2020
- 15:46
ბოლო 24 საათში ესპანეთში COVID-19-ით 832 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კი დაღუპლთა რაოდენობა 5 690-მდე გაიზარდა.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8 189 შემთხვევაა გამოვლენილი, სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 72 248 ადამიანი. მათ შორის 4 500 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 12 300 დაავადებული.
მადრიდში გამოვლენილია COVID-19-ის 21 500 შემთხვევა, გარდაცვლილია 2 800 ადამიანი. კატალონიაში კორონავირუსი 14 300 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 1000-ზე მეტი პაციენტი.
ინფიცირებისა და მსხვერპლთა რაოდენობით, ესპანეთი ევროპაში, იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა.