პლასიდო დომინგო კორონავირუსის ინფექციის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს
- მსოფლიო
- 30.03.2020
- 11:42
ესპანელი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო კორონავირუსის ინფექციის გართულების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს კლინიკაში გადაიყვანეს. იუწყება CNN-ი მომღერლის წარმომადგენლზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, მომღერალი თავს უკეთ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ პლასიდო დომინგომ გასულ კვირას სოციალურ ქსელში დაწერა. მან თავის თაყვანიმსცემლებს ჰიგეინისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.