სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 532-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 31.03.2020
- 14:12
გასულ 24 საათში სომხეთში კორონავირუსის ახალი 50 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ალინა ნიკოღოსიანი ავრცელებს. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 532-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 788 522-ს მიაღწია, გარდაცვლილია 37 878 პაციენტი.