სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 01.04.2020
- 21:07
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 89 წლის იყო. მას ასაკთან ერთად, თანხმლების დაავადებები აწუხებდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 571 შემთხვევაა დადასტურებული.