თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 01.04.2020
- 21:27
თურქეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 15 679-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ერთ დღეში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 2 100 -ით გაიზარდა. განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ გააკეთა.
ერთ დღეში გარდაიცვალა 63 პაციენტი, სულ ქვეყანაში ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 277-მდე გაიზარდა. ქოჯა მოქალაქეებს იზოლაციისკენ მოუწოდებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 887 067 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 44 264 პაციენტი.