კორონავირუსით თვენახევრის ბავშვი გარდაიცვალა აშშ-ში
- მსოფლიო
- 02.04.2020
- 09:31
კორონავირუსის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი გახდა თვენახევრის ბავშვი შეერთებულ შტატებში, - იუწყება კონექტიკუტის შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი.
„ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ჩვილის გარდაცვალების პირველ შემთხვევას, რომელიც COVID-19-ით არის გამოწვეული. 6 კვირის ახალშობილი ჰართფორდის რაიონში, კლინიკაში გასული კვირის ბოლოს, უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - დაწერა მან მიკრობლოგ Twitter-ზე.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 216 721-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა 4 300-ს აჭარბებს.