სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 663-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 02.04.2020
- 13:03
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 92-ით გაიზარდა და 663-ს მიაღწია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილია 4 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 33 პაციენტი.