კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ნიუ იორკის შტატში 100 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 03.04.2020
- 20:15
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100 ათასს გადასცდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102 863-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 935-ს აღწევს. ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ავრცელებს.
ქალაქ ნიუ იორკში გასულ 24 საათში გამოვლენილია COVID-19-ის 5 350 შემთხვევა, სულ ქალაქში ამ დროისათვის ინფიცირებულია 57 159 ადამიანი.