თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 03.04.2020
- 20:57
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, ბოლო ერთ დღში გამოვლინდა ინფიცირების 2 786 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია 20 921 შემთხევა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 425-ს მიაღწია.
ქოჯას ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 484 პაციენტი.
ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 041 126 ადამიანი, გარდაიცვალა 55 132 დაავადებული, გამოჯანმრთელდა 221 262 პაციენტი.