ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 04.04.2020
- 19:28
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 41 903-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 4 აპრილის მონაცემებით ტესტირება ჩაუტარდა 183 19 ადამიანს. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 313-ს მიაღწია.
როგორც იუწებიან ბრიტანეთში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლი მეხუთე დღეა მატულობს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 1 140 327 ადამიანი, გარდაიცვალა 60 886, გამოჯანმრთელდა 233 930 პაციენტი.