Twitter-ის დამფუძნებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 მლრდ დოლარს გადარიცხავს
- მსოფლიო
- 08.04.2020
- 13:36
სოციალურ ქსელ Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თავისი ქონების ერთი მესამედის გამოყოფს.
დორსის განმარტებით, ერთ მლრდ დოლარის გადარიცხავს თავის ფონდ Start Small-ში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად მიმართულ პროექტებს დააფინანსებს.
ასევე დორსის თქმით, მას შემდეგ რაც ეპიდემია დამარცხდება, ფონდი იზრუნებს ჯანდაცვისა და განათლებაზე მიმართული პროექტების განხორციელებაზე.