ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 08.04.2020
- 20:38
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვი საერთო ჯამში 60 ათასს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 938 ადამიანი. ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი 5 491 შემთხვევა გამოვლინდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 232 708 ტესტირება ჩატარდა. კორონავირუსი 60 733 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისათვის გარდაცვლილია 7 097 პაციენტი.