ბრაზილიაში 4 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 09.04.2020
- 11:33
ბრაზილიაში ახალშობილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დაბადებიდან ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიის ქალაქ ნათალში ქალმა ორსულობის 30-ე კვირაზე იმშობიარა. ბავშვი სუნთქვის უკმარისობის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია დაინფიცირდა თუ არა ის დაბადების შემდეგ.
დედა იზოლირებულია და COVID-19-ზე ტესტის პასუხს ელოდება.