სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 921-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 09.04.2020
- 13:21
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 40-ით გაიზარდა და 921-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 138 დაავადებული. გარდაცვლილია 10 პაციენტი.