primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისის მერიაში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 05.01.2016
  • 13:57
თბილისის მერიაში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია  სანდრო ეულის ქ. N5-ში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს.

თბილისის მერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა  ტერიტორიებზე არსებული სპორტული კომპლექსების - მოედნების, საცურაო აუზების და ა.შ. შენარჩუნების ვალდებულების გარეშე, შესაბამისად, სანდრო ეულის ქ.#5-ში სამშენებლო ნებართვის გაცემა, ისე რომ ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სკოლა  „ოლიმპოს“ მოედნის  შენარჩუნების ვალდებულება, გახლავთ ნათელი მაგალითი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თბილისის მერიას დედაქალაქის წინა მმართველობისგან ერგო.

„სანდრო ეულის ქ.#5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი მიკრო-უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად დამტკიცებულია 2014 წლის 31 მარტს და დოკუმენტს ხელს აწერს  თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკრო-უბნის განაშენიანების ნებართვა, სწორედ, დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდშია გაცემული და შესაბამისი იურიდიული პროცესიც ამ დროიდან იწყება. შესაბამისად, თბილისის მერიას დღეს, პროცესის ხელის შესაშლელად სამართლებრივი ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, საკუთრების უფლებას კი ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია იცავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობს  სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე.

თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით იქნა დანერგილი. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ, სპორტული ობიექტები  უფრო მეტად დაცული იყოს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში  და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მერიის მიერ, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოედნის მოწყობისათვის შესაბამისი ადგილი გამოინახება, რათა  მომავალი თაობა, სპორტსმენები სავარჯიშო სივრცის გარეშე არ დარჩნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge