png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 13.04.2020
  • 17:40
მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს - მდინარაძე

„უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და შევუერთდები კოლეგების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს შეზღუდვების და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მა;ლე მოვხსნათ. იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს. ამიტომ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად რათა ჩვენ, უმოკლეს დროში, კრიტიკული ფაზის შემდეგ შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები გაიშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რიტმზე დაბრუნება ან მიახლოვება მაინც",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა არსებულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქმიანობის შესახებ და მათ აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.


„საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წარმომადგენელი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში და საქმიანობაში. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა კომიტეტი ჩართულია შესაბამის სფეროებთან კომუნიკაციაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია და ჯანდაცვის კომიტეტი მთლიანად ჩართულია აღსრულებაშიც კი და საზედამხედველო საქმინობას ახორციელებს ძალიან წარმატებულად. ასევე, ჩვენი ეკონომ იკური გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისი ლიდერები ჩართულები არიან პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავებაში, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით. ასევე, სხვა კომიტეტები. უკლებლივ ყველა, ჩართულია შესაბამის სფეროსთან კოორდინაციაში და ისინი წარმატებებით ახორციელებენ როგორც ინიციატივების დაყენებას, ასევე ზედამხედველობას კონკრეტული საკითხების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს მაჟორიტარებს. უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა, მაჟორიტარი ჩართულია შესაბამისი რაიონის შტაბების მუშაობაში და ისინი იღებენ უშუალო მონაწილეობას აღსრულებაში",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge