png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს

  • ეკონომიკა
  • 14.04.2020
  • 16:47
საქართველოს ბანკი პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, პროექტ Charte.ge-ს ფარგლებში, ბანკი ერთი წლის განმავლობაში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს.

ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადაეწყო და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უმეტესობა განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს, ორმაგად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტი მათთვის, ვისაც ეს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება.

"დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მიუხედავდ იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინტერნეტით. ინტერნეტთან წვდომა კი COVID 19 ის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადს სრულად დაუფინანსებს. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს მათი პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში. ინტერნეტის მიწოდებით ახალგაზრდებს უჩნდებათ სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები, ჩვენ კი გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

charte.ge საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია. ის არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს იძულებით გადაადგილებულ უფროსკლასელებს თუ სოციალურად დაუცველს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს განათლებისთვის ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

პროექტს ყოველთვიურად მხარს უჭერს 1400-ზე მეტი მოქალაქე და მონაწილე. მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა დღესდღეობით 30 ორგანიზაციას ითვლის. პლატფორმისა და მისი დონორების ურთიერთთანამშრომლობით 563 მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ინტერნეტთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge