png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 14.04.2020
  • 20:00
თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით - გიორგი გახარია

უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.

„უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით. ეს არის ობიექტური რეალობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაც კი, კვლევითი ინსტიტუტებიც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე - უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა. შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებული საქართველოში არის იმის დამსახურება, რომ ერთ-ერთი ვიყავით, ვინც ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასევე პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge