primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, სავალუტო ფონდი საქართველოს 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

  • ეკონომიკა
  • 15.04.2020
  • 12:16
COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, სავალუტო ფონდი საქართველოს 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.
სსფ-ს მიერ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.

საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად.

როგორც ირკვევა, 1-13 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე.

"პროდუქტიული დისკუსიის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ ქვოტის 130 პროცენტით (დაახლოებით $375 მილიონი აშშ დოლარით), რაც მოეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი (დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი) იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას მოეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე",- აღნიშნა მისიის დასასრულს ვერა მარტინმა.

მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო ამა წლის მაისის დასაწყისში განიხილავს. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ქვოტის 155 პროცენტს (დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4პროცენტიანი კლება. ამჯერად პროგნოზის გარშემო არსებული გაურკვევლობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ვაჭრობის შემცირება, ტურიზმის შეჩერება და გადმორიცხვების კლება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 11⅓ პროცენტამდე გაზრდის 2020 წელს. გლობალურუად ინვესტორთა გაზრდილი სიფრთხილის გამო სავარაუდოა წმინდა კერძო შემოდინებების შემცირება და ინვესტიციების გადავადება. COVID-19 პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-21 წლებში. ეს საჭიროება დაფინანსდება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით.

ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ.

2020 წელს ფისკალური დეფიციტი დროებით გაიზრდება მშპ-ს 8½ პროცენტამდე, რადგან შემოსავლები იკლებს, ხარჯები კი მატულობს ვირუსის შესაკავებლად და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის ბუფერს (რეზერვს) რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად.

ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა.

სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. ხელისუფლებამ სწრაფად უნდა აამოქმედოს კანონი საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ. საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება გააუმჯობესებს პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცთა შორის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge