png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ განადგურების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

  • სამართალი
  • 22.04.2020
  • 14:29
„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ განადგურების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და ქ.თბილისში, ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გიორგი სააკაძის მოედანი №10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ.ქ.-მ პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატად, საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულს, რამაც გამოიწვია სხვისი ქონების დაზიანება და განადგურება. ბ.ქ.-ს ქმედების შედეგად ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა ბ.ქ. 2020 წლის 19 აპრილს დააკავეს. ბ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ბ.ქ. ქმედების განხორციელებისას იმყოფებოდა განზრახი ძალადობრივი დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე, მან დაარღვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge