png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე - ნათია მეზვრიშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.04.2020
  • 15:46
თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე - ნათია მეზვრიშვილი

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება ხდებოდა ეტაპობრივად და ვირუსის გავრცელების ეს ყველაფერი რისკის მატების პროპორციული გახლდათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით,

განსხვავებული რეჟიმები და უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, სადაც განსაკუთრებული რისკები არსებობდა.

"ამ თანმიმდევრული რეკომენდაციებით და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ეტაპობრივი შეზღუდვებით, ჩვენ ფაქტობრივად შევძელით, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო სფერო, ჯანდაცვის სისტემა უკეთე მომზადებულიყო და ეს, ალბათ, გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ჩვენზე ძლიერი ქვეყნების

ჯანდაცვის სისტემები ამ გამოწვევის წინაშე რეალურად დგანან. საგანგებო მდგომარეობამ შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად აგვემუშავებინა 112-ის ცხელი ხაზი, მოვამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმები, ცხელების კლინიკები, საავადმყოფოები, მოვაგვარეთ ინფრასტრუქტურული საკითხები, გავზარდეთ

საკარანტინო სივრცეები და ა.შ,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე განმარტა, რატომ უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით.

„ჩვენ, რეალურად, ადრეული პრევენციით, სწორი მენეჯმენტით შევძელით იმ მძიმე შედეგების თავიდან არიდება, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. დღეს ჩვენთვის მნიშნელოვანი და უმთავრესია არსებული სურათის შენარჩუნება. სულ მცირე, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად, არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შეზღუდვები განაგრძობდეს მოქმედებას.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რა გავლენას ახდენს მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. რეალურად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე, ჩვენ თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე და კიდევ უფრო მეტი დანაკარგი, რაც შეიძლება მივიღოთ, არის ის, რომ დღეს არსებულ შედეგებს ზიანი მიადგეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge