png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო მიმართულება - ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება - გახარია

  • პოლიტიკა
  • 24.04.2020
  • 14:42
გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო მიმართულება - ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება - გახარია

მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა. ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ იქნება ზრუნვის ამ სამი ძირითადი მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად.

„პირველი ეტაპი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც საჭირო იყო და არის დღესაც როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაციის სახით, როგორც ეკონომიკური ჯგუფის, ისე ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რაზეც შემდგომში შეგვეძლება ვიმსჯელოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია ერთობლივი შრომის შედეგია.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფასეულობა, რომელიც ამ ეკონომიკურ ჯგუფს გააჩნია, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლების ყველა შტო - პარლამენტი, ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, საინვესტიციო საბჭო, მთავრობა და საერთო ჯამში თითქმის ყველანი აქ ვართ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge