png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რეგისტირებული 80 აგრარული ბაზრიდან, უმეტესობამ სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ამიტომაც არ გაიხსნა - ლევან დავითაშვილი

  • ეკონომიკა
  • 27.04.2020
  • 14:54
რეგისტირებული 80 აგრარული ბაზრიდან, უმეტესობამ სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ამიტომაც არ გაიხსნა - ლევან დავითაშვილი

27 აპრილიდან დაშვებულია მობილობა როგორც მსხვილ ქალაქებში, ასევე რეგიონებს შორის. ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეფერხებების გარეშე მოახდინონ წარმოებული აგრო-სასურსათო პროდუქციის რეალიზება.

„ეტაპობრივად, ჩვენ მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას შევუწყობთ ხელს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით, შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარიული სტანდარტების დაცვას ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. ეს არის გაიდლაინები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საბითუმო თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს.

დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს; შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგისტრირებული აგრარული ბაზარი.

იმისათვის, რომ ფუნქციონირება განაახლონ, ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ მოთხოვნებს - ეს ეხება მოვაჭრეთა მიკვლევადობას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარიულ ზედამხედველობას; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარება, თერმოსკრინინგი, პირბადეების აუცილებელი ტარება და სხვა, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო ვითარება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა აღნიშნული წესების დაცვით, ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომელიც თითოეულ რეგიონშია შექმნილი გუბერნატორების ხელმძღვანელობით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლში მოეწყო სპეციალური საბითუმო ბაზარი, რითაც დარეგულირდა არსებული ვითარება. სახელმწიფოს ჩართულობით, მოხდა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კომუნიკაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge