პოლიციამ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავა
- სამართალი
- 27.04.2020
- 21:00
დაკავებულია ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.
სასულიერო პირის დაკავება უკავშირდება რამდენიმე დღის წინ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც თავად სასულიერო პირები არ ადასტურებდნენ, დაკავებულმა მღვდელმა ყინწვისის კეთილგონიერ ავაზაკთა სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა ჟღენტი იარაღით დაჭრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200