png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ რეკომენდაციები იქნება სპეციალისტებისგან, შეზღუდვები მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთის სოფლებშიც გაუქმდება - მეზვრიშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.04.2020
  • 17:09
თუ რეკომენდაციები იქნება სპეციალისტებისგან, შეზღუდვები მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთის სოფლებშიც გაუქმდება - მეზვრიშვილი

როგორც მოგეხსენებათ, კარანტინია ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ბოლნისში, მარნეულში, ორ გეოგრაფიულ პუნქტში კი დღეს უკვე მოიხსნა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა ეპიდემიოლოგების რჩევების და აღნიშნულ გეოგრაფიულ პუნქტებში არსებული ვითარების დასტაბილურების საფუძველზე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება.
„როგორც ირაკლი ჩიქოვანის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე აღინიშნა, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და კარანტინი გაუქმდა იმიტომ, რომ თერმოსკრინინგის და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად ჩვენ მივიღეთ მეტნაკლებად დასტაბილურებული სიტუაცია, მოიხსნა რისკები.

შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეებს დაწესებული ჰქონდათ და მოგეხსენებათ საკარანტინე ზონებად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაცილებით მეტი შეზღუდვა მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩავთვალეთ, რომ ეს შეზღუდვები საჭირო აღარ იყო, დავეყრდენით პირველ რიგში ეპიდემიოლოგების რჩევებს და თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება ეპიდემიოლოგებისგან და შესაბამისი სპეციალისტებისგან იგივე მარნეულთან, ბოლნისთან, ან ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც გაუქმდება შესაბამისი რეჟიმები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge