png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილება ნამდვილად არ ღირს იმად, რისკები შეექმნას საქართველო-უკრაინის პოლიტიკურ თანამშრომლობას - არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 29.04.2020
  • 16:02
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილება ნამდვილად არ ღირს იმად, რისკები შეექმნას საქართველო-უკრაინის პოლიტიკურ თანამშრომლობას - არჩილ თალაკვაძე

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე იქნება გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება და დააზიანებს ჩვენსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენ რომ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსაც ექნებოდათ იგივე კითხვები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნისა და უკრაინის რადას სპიკერისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
„რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხებზე, ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებს ოპონენტთა მხრიდან მწვავე რეაქციები არ მოჰყოლია.
„ვიტყოდი, რომ ეს იყო უფრო სუსტი რეაქციები, ვიდრე მწვავე და ძლიერი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი მომავალში ვეღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ამას ოპოზიციაში უკვე ბევრი ხვდება, ამიტომ, რა რეაქციებიც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო "სავალდებულო განცხადებები". მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს. არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ქონდათ, ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო, როდესაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ - მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, აქვე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ვერხოვნა რადას სპიკერისთვის წერილის გაგზავნა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ არის. უკრაინის არჩევნებში სააკაშვილმა 0.4% მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას უკრაინელმა ხალხმაც უარი უთხრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge