png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე - ნათია მეზვრიშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.05.2020
  • 20:24
საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე - ნათია მეზვრიშვილი

თამამად შემიძლია ვთქვა და ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს თან, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და მათ შორის ტურიზმისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ. რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის გახსნას, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ეხება, მაგრამ ის ინციდენტი, რასაც ბოლნისში გუშინ ჰქონდა ადგილი, ანუ დაუმორჩილებლობის ფაქტები და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ჩვენ მნიშვნელოვნად გვიცვლის სურათს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge