საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 09.05.2020
- 10:36
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 10 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4702 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459.