პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 10.05.2020
- 12:45
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერზდე ვრცელდება.
ამ დროისათვის კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 59. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი, ხოლო თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.