png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ - ირაკლი სესიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.05.2020
  • 20:04
უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ - ირაკლი სესიაშვილი

"როდესაც ჩვენ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ამ რჩევას ვაძლევდით და ამ პოზიციას ვაფიქსირებდით, თავისთავად ცხადია, ჩვენი ეს შეშფოთება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან, როცა გინდა მეგობარს დაეხმარო, მას უნდა უთხრა სიმართლე და ასეც მოვიქეცით. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას აქვს საერთო მიზნები და სწორად აქვს გააზრებული ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება იყო მეგობარი ქვეყნისთვის რჩევის მიცემა ადამიანზე, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ მძიმე საქმეებში.

"თავისთავად ცხადია, ჩვენ, უკრაინასთან ერთად, საერთო მიზნების გზაზე კვლავაც ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. თუმცა, ცხადია, არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ავანტიურისტი პოლიტიკოსი, უკრაინაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე გადაწყვეტილებას იღებდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობა ასეთ შესაძლებლობებს ვერ იძლევა. თუ უკრაინის ხელისუფლებას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ გარკვეული სურვილი, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნათ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობარს ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოტანილია განაჩენი, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეში, არ ჭირდება ამას რაიმე დამატებითი გამოძიება. ცხადია, ეს კარგად იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც. სააკაშვილის ქცევა უკრაინაში არის პოლიტიკური ავანტიურა და მე დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან მალე დაინახავს პრეზიდენტიც. ადგილობრივ პოლიტიკოსებს ეს ძალიამ კარგად ესმით. ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. როდესაც ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ თქვენთვის კარგი გვინდა და ეს არის აბსოლუტურად ღია განაცხადი და არავითარი ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეში ეს არ არის. განპირობებულია იმით, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას სწორი გადაწყვეტილება მიეღო და რამე შეცდომა არ დაეშვა. ძალიან კარგია, რომ მისი საკითხი აღარ იქნა განხილული ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ეს გაცილებით საშიში იქნებოდა უკრაინისთვის. საქართველოსთვის რაც მან მავნებლობა ჩაიდინა ის წარსული ნამდვილად ვერ დაბრუნდება, ამის გარანტიაა ჩვენი ხალხი და საზოგადოება. უკრაინას სამწუხაროდ აქვს ის განსაცდელი, რომ მის პროვოკაციულ მოქმედებებს უცქიროს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge