png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 10.05.2020
  • 18:16
განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან - ხატია დეკანოიძე

ოპოზიცია საქართველოში კრემლთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ფაქტები აღკვეთოს, ის ანტიდასავლურ პროპაგანდას აფინანსებს. მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესცა გამოცემა ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ჰაკერები საქართველოდან მუშაობდნენ.

"ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების დაზიანება და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ყოველდღიურად საქართველოდან ხორციელდება მსგავსი ქმედებები, არათუ არაფერს აკეთებს, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას და მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ დაბლოკა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ძალიან ბევრი ის გვერდი, რომელიც პირდაპირ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა. საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge