საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 11.05.2020
- 10:31
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 10 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.