png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფსიქიატრიულში ექიმებმა პაციენტის ორსულობის ფაქტი ვერ დაადგინეს, რის გამოც ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა

  • საზოგადოება
  • 11.05.2020
  • 19:19
ფსიქიატრიულში ექიმებმა პაციენტის ორსულობის ფაქტი ვერ დაადგინეს, რის გამოც ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა

ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში ექიმებმა პაციენტის ორსულობის ფაქტი ვერ დაადგინეს, რის გამოც პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“.

"ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში. აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერც ერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი", - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხოი დამცველის ინფორმაციით, ფსიქიატრიული დაწესებულების ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

"ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს.

მონიტორინგის პროცესში ერთ–ერთი პანსიონატის ბენეფიციარის სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ მიუხედავად დადგენილი ორსულობისა, ქალს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში მაინც ეძლეოდა ფსიქოტროპული წამლები" - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ფსიქიკური ჯანრმთელობის პრობლემის მქონე ქალებს ლოგინობის პერიოდში განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროებათ.

"თუმცა, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში ქალები ასეთ მზრუნველობას მოკლებულნი არიან. უფრო მეტიც, დედას უმეტესად აშორებენ ჩვილს ან მშობიარობის შემდეგ დედა ჩვილთან ერთად ისეთ გარემოში ხვდება, რომელიც მათ საჭიროებებზე არ არის მორგებული", - წერია დოკუმენტში.

სახალხო დამცველმა ანგარიში იმ მონიტორინგის საფუძველზე მოამზადა, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩაატარა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

სახალხო დამცველის თანამშრომლები 12 ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში, 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულთა პანსიონატსა8 და 6 სათემო ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ.

ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია ბენეფიციარებთან, ადმინისტრაციასა და თანამშრომლებთან გასაუბრების, ასევე, დაწესებულებაში აღნიშნულ პირთა ყოფნის პირობების დათვალიერება/შემოწმების გზით შეკრიბა. შეაფასეს ბენეფიციართა საცხოვრებელი გარემო. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა სამიზნე დაწესებულებებში მყოფ რეპროდუქციული (15-დან 49 წლამდე) ასაკის 93 ქალ პაციენტთან/ბენეფიციართან, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პერსონალთან და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან. კვლევის ექსპერტებმა ასევე გააანალიზეს 120-მდე პაციენტის/ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge