ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 11.05.2020
- 21:44
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფიცირებული გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის 10 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.