საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 03.06.2020
- 10:13
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.