საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 06.06.2020
- 11:52
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის ინფიცირების 808 შემთხვევა დადასტურებული. ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 663 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.