png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბაგებში სროლის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

  • სამართალი
  • 06.06.2020
  • 18:54
ბაგებში სროლის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

ბაგების სისხლიანი გარჩევის მონაწილეებს, მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მერაბ ხიდაშელს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. დაკავებული დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. რაც შეეხება მამუკა გურჩიანს, ის ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარი ბიზნეს დავას არ უკავშირდება.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, მეორე ნაწილთან შედარებით, მსუბუქია. ედავებიან, რომ ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, აბსურდული ბრალია, ადამიანი უდანაშაულოა, ამ საქმეში საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. საქმის მასალები გადმომეცა და გავეცნობი. ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს. მას ერთი ადამიანი ადებს ხელს, რომელსაც არც კი იცნობს," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

მამუკა გურჩიანის ადვოკატის განმარტებით დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი ბიზნეს დავას არ უკავშირდება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მომხდარი წილების გადანაწილების საკითხს საერთოდ არ უკავშირდება. როგორც ის მეუბნება ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მანქანის გადაყენება-არგადაყენებას მოჰყვა ეს ყველაფერი. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფილი ბრალს აღიარებს," - ამბობს მამუკა გურჩიანის ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი.

ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge