საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 08.06.2020
- 10:39
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2915 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.