საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 09.06.2020
- 10:07
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.