საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 15.06.2020
- 10:29
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 14.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.