საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- საზოგადოება
- 15.06.2020
- 13:05
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა კახეთში, სოფელ ხალაწანისთან, თბილისის დროით 17:50 საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და შესაძლოა დაზუსტების შემდგომ შეიცვალოს.