ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობა იწვის
- საზოგადოება
- 15.06.2020
- 23:37
ვარკეთილში შერეული ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლი ბაზარში არსებულ სავაჭრო ჯიხურებს უკიდია. ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებით სახანძრო ბრიგადების გამოძახება რუსთავიდან და წავკისიდან გახდა საჭირო.