საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 17.06.2020
- 10:51
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსის სულ 888 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი შვიდით გაიზარდა და ამჟამად 731-ს შეადგენს.
ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.