საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 05.07.2020
- 11:09
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 828-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –199.