png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

BBC: "როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში"

  • საზოგადოება
  • 06.07.2020
  • 12:23
BBC: "როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში"

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC-ი საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გაწეული სამუშოას შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში".

სტატიის ავტორი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთაც ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით საზღვრის გასხნა რეკომენდებულია.

სტატიაშია ნათქვამია, რომ საქართველოში, სადაც 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებულია, გარდაცვლილა 15 ადამიანი.

"კავკასიის სახელმწიფოს მიერ პანდემიაზე რეაგირების გამო აქებენ მეცნიერთა ჯგუფს, რომელთაც "სამ მუშკეტერს" უწოდებენ. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში, რომელიც თითქმის საქართველოს ზომისაა, კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს...

კორონავირუსის საინფორმაციო კამპანიას და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფდნენ უმაღლესი რანგის მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ამავდროულად, ლუგარის ცენტრი რუსეთის დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე ხდებოდა. საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერებმა საზოგადოების ფართო პატივისცემა დაიმსახურეს.

სამეულში შედიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თბილისის შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად ახდენდა, მარინა ეზუგბაიაა, თბილისი შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის სამედცინო დირექტორი", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და მათი ეტაპობრივი შერბილების შესახებ.

ფოტო: მირიან მელაძე, 1TV.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge