png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

  • საზოგადოება
  • 07.07.2020
  • 11:36
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„დღეს ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 953 და ახლა გვყავს 958 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი რვით გაიზარდა და ამჟამად არის 838. ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა. აქედან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანრჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 87.5 პროცენტია, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში კი 105 პაციენტი რჩება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, გუშინ კლინიკას ორი ახალი შემთხვევა დაემატა, კიდევ ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 958-მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 838 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 192.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge