სოფელ ერგეტაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 07.07.2020
- 11:38
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიწვა. შემთხვევას გადაურჩა გარდაცვლილის დედა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.