primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - კახა კუჭავა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2020
  • 14:47
კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - კახა კუჭავა

ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან ან მეორე- მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერების შესახებ.

მისივე განმარტებით, აქ საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.

"ამიტომ, ეს განხორციელებული ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან იქნა "გაყიდული" და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არა მხოლოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს არის ერთ-ორ საათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ტყუილი. კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ ეს ცვლილებები აისახოს აპროპრიაციის დოკუმენტში, თუმცა აქ საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელშიც "ზუსტად "ქართული ოცნების" პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილი".

"რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა უცებ კონგრესს რამე გადაწყვეტილება მიეღო. კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამას წინ ძალიან დიდი პროცესები უწევს - პროცედურული ნაწილი, განხილვები. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას, სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. თუმცა ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა და ეს ასეც გაგრძელდება და ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge